logo
ENG



რუსეთში ტელეკომპანია "დოჟდი" მუშაობას აჩერებს

03 მარ 202218:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/wgzjz6r2tfptzku.jpg

რუსეთში ტელეკომპანია "დოჟდი" მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა.

მისი თქმით, 3 მარტის შუადღის საინფორმაციო გამოშვება "სეზონის ბოლო იყო".

"ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას ამ გარემოებებში, ვიმედოვნებთ, რომ დავბრუნდებით", - თქვა მან.

1-ელ მარტს, რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდი გათიშეს.

მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.

პროკურატურის მტკიცებით, ხსენებული მედია საშუალებები "რუსეთის მიერ დონეცკსა და ლუგანსკის დაცვის სპეცოპერაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ".

უწყებაში ამბობენ, რომ ეხო მოსკვის და დოჟდის მიერ განთავსებული მასალა "შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას".

როსკომნადზორმა პროკურატურის მოთხოვნა შეასრულა.


close დახურვა